ნაყინი - ბავშვობის გემო

13-06-2023, 12:17
157 ნახვა
Aa

თუკი დიდი ხანია გენატრებათ იმ ნაყინის გემო, რომელსაც ბავშვობაში მიირთმევდით, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 300 მლ
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • შაქარი - 150 გრ
  • რძე - 0.5 ლ

    მომზადების წესი

    1. გაათბეთ რძე 36 გრადუსამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვიფეთ. 2. დაუმატეთ შაქარი და ვანილი. დადგით ორთქლის აბაზანაზე თან ურიეთ, მასა რომ გასქელდება გადმოდგით და გააგრილეთ. 3. კარგად ამოიყვანეთ მაღალპროცენტიანი ნაღები. ფრთხილად შეურიეთ უკვე მომზადებულ მასას და შედგით საყინულეში რამდენიმე საათი. (გაყინვის პერიოდში საჭიროა ამოურიოთ 3-4 ჯერ).

    გემრიელად მიირთვით !

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა