შინ მომზადებული სქელი ნაღები რძითა და კარაქით

13-06-2023, 12:15
217 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • რძე
  • კარაქი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    დიდ ქვაბში ჩაასხით 200 მლ რძე, დაუმატეთ 200 გ კარაქი (დარბილებული) ან ცივი და კუბიკებად დაჭრილი.
    დადგით ქვაბი საშუალო ცეცხლზე და ისე, რომ განუწყვეტლივ ურიოთ, გაადნეთ კარაქი ბოლომდე. არ აადუღოთ.
    ჯერ კიდევ ცხელი მასა ათქვიფეთ. მოსახერხებელი იქნება ბლენდერი, თუმცა მიქსერითაც შეგიძლიათ.
    თქვიფეთ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში (გააჩნია ბლენდერის ან მიქსერის სიმძლავრეს). შედეგად მიიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელსაც თავზე ექნება სქელი ქაფი.
    გადაიტანეთ მზა ნაღები შესაფერის შესანახ ჭურჭელში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.
    შემდეგ კი შედგით მაცივარში 6-12 საათით.
    უკვე გამოსაყენებლად ნაღები უნდა ათქვიფოთ ცივი. თუ კრემს ამზადებთ, თავიდანვე ჩაყარეთ შაქრის პუდრა და ვანილი, შემდეგ კი ათქვიფეთ გასქელებამდე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა