უნაზესი კრემბრულე ბრენდით

13-06-2023, 12:09
261 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბრენდი - 1 ჩკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 6 ცალი
  • მაღალცხიმიანი რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები - 600 მლ

    მომზადების წესი

    რძე მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ ვანილი. კვერცხითა და შაქრით (2-3 სკ თავზე მოსაყრელად მოიტოვეთ) გოგლიმოგლი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ბრენდი და წვრილი ნაკადით შევურიოთ რძეს, თან ვთქვიფოთ(თუ გვსურს, რომ დესერტი მკვრივი გამოვიდეს, შეგვიძლია აქვე შევურიოთ 1 ს.კ. კარტოფილისსახამებელი). მასა გადავანაწილოთ 6 ცეცხლგამძლე სუფლეს ან სხვა სასურველ ფორმაში. თუნუქის ფურცელზე დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ ფორმებს შუამდე მოადგეს, შიგ ჩავაწყოთ კრემით გავსებული ფორმები და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში50 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ, ზემოდან მოვაყაროთ შაქარი და გრილის საშუალებით 1-2 წუთის განმავლობაში ზემოდან მოვბრაწოთ. მივირთვათ გაცივებული.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა