როგორ მოვამზადოთ არაჟნის სქელი კრემი ტორტებისთვის

13-06-2023, 12:02
206 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • არაჟანი 20%
  • შაქარი
  • ვანილი

    მომზადების წესი

    1 ლიტრი არაჟნის კრემისთვის დაგჭირდებათ დაახლოებით 1.5 ლ არაჟანი. გადაიტანეთ არაჟანი 4 ფენა მარლაში და ჩამოკიდეთ ქვეშ კი მიუდგით ღრმა თასი. ან მარლიანად გადაიტანეთ საწურზე, საწური კი ღრმა ჭურჭელზე მოათავსეთ. შედგით მაცივარში. იდეალურ ვარიანტში 1 ღამით, ან რამდენიმე საათით მაინც. ამის შემდეგ არაჟანი მიიღებს სქელ კონსისტენციას, როგორც კრემ-ყველი. გადაიტანეთ თასში, დაამატეთ ვანილი და შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით 10-15 წუთის განმავლობაში. ხშირად არაჟანს მხოლოდ 1- 2 წუთი თქვეფენ, სანამ შაქარი გადნება. ეს სწორი არ არის. 15 წუთი თქვეფის შემდეგ კრემი ხდება სქელი, ჰაეროვანი. შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ან გააჩეროთ წინასწარ მაცივარში, 1-2 საათით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა