მსუბუქი, გემრიელი და ყველაზე საახალწლო დესერტი - მანდარინის პანა-კოტა

13-06-2023, 12:00
200 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ჟელატინი
  • შაქარი
  • მანდარინის წვენი
  • მანდარინი
  • ჟელესთვის:
  • ჟელატინი
  • ვანილის შაქარი
  • შაქარი
  • მანდარინის წვენი
  • ნატურალური იოგურტი
  • ნაღები 20-33%
  • პანა-კოტასთვის: 

    მომზადების წესი

    მომზადება:
    ჟელატინი დაალბეთ 3 ს/კ ცივ წყალში, ჟელესთვის კი ცალკე - 2-3 ს/კ წყალში 10-10 წუთით.
    ნაღები და იოგურტი ათქვიფეთ ერთად, დ აუმატეთ მანდარინის წვენი, შაქარი და ვანილის შაქარი.
    დადგით ცეცხლზე და შეათბეთ შაქრის გადნობამდე (არ მიიყვანოთ ადუღებამდე), გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი (პანა-კოტასთვის) და კარგად აურიეთ.
    გაწურეთ და ჩამოასხით ფორმებში ან ბოკლებში.
    მოათავსეთ მაცივარში მასის გამაგრებამდე, დაახლოებით 1 საათით.
    მანდარინის წვენს შეურიეთ შაქარი, დადგით ცეცხლე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.
    გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
    მაცივრიდან გამოიღეთ გაცივებული პანა-კოტა, ზემოდან მოაწყვეთ მანდარინის რბილობები, დაასხით ჟელე და კვლავ შედგით მაცივარში გამაგრებამდე.
    გემრიელად მიირთვით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა