ნიგვზიანი ბადრიჯნის ვარიაცია - ბადრიჯანი შესუნელებული ხაჭოს შიგთავსით

13-06-2023, 11:44
166 ნახვა
Aa

ბადრიჯნის რულეტები იდეალურია საზაფხულო წვეულებებისთვის, ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, უგემრიელესია!

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პროვანსული ხმელი სუნელები
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი
  • ნიორი - 3.00 კბ
  • პამიდორი - 1.00 ც
  • არაჟანი - 1.00 სკ
  • ბადრიჯანი - 2.00 ც
  • ხაჭო - 200.00 გ

მომზადების წესი

ხაჭოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი, სუნელები, არაჟანი. კარგად ჩაზილეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, შეწვით ტაფაზე, გადაიტანეთ ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს. ბადრიჯანზე გადაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ.

თავზე ხის ჩხირი ჩაარჭეთ და პამიდვრის ნაჭერი დაადეთ, როგორც ფოტოზეა.


გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა