საოცრად ფუმფულა ხაჭოს ფუნთუშები საუზმისთვის - გაიხსენეთ ბავშვობის გემო

12-06-2023, 13:41
112 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
  • ფქვილი - 650.00 გ
  • სოდა - 1.00 ჩკ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი - 1.00 შეკვრა
  • შაქარი - 300.00 გ
  • კვერცხი - 4.00 ც
  • ხაჭო - 500.00 გ

მომზადების წესი

ხაჭო ხელის ბლენდერითდააბლენდერეთ. დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და სოდა. გათქვიფეთ. ბოლოს ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 2 საათით.

ცომისგან სასურველი ზომის გუნდები გააკეთეთ, დაიტანეთ გამოსაცხობ ქაღალდზე, კიდევ 15 წუთით დაასვენეთ. თავზე გადაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა