ჭარხლის სუფი წონაში დასაკლებად და ორგანიზმის გასაწმენდად

8-06-2023, 12:17
170 ნახვა
Aa

პერიოდულად ორგანიზმის გაწმენდა აუცილებელია. ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს: განტვირთვის დღეები, სპეციალური სალათები და სუფები.

განტვირთვისთვის და ორგანიზმის გასაწმენდად, შესაბამისად კი წონაში დასაკლებად შესანიშნავია ჭარხლის ცივი სუფი ვაშლით. ყველაფერთან ერთად ის ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ვაშლის წვენი
  • ბოსტნეულის ბულიონი
  • ნიორი
  • ხახვი
  • ზეითუნის ზეთი
  • მწვანე ვაშლი
  • ჭარხალი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გარეცხეთ და გაფცქვენით ვაშლი და ჭარხალი. გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ქვაბში გააცხელეთ ზეთი. აირჩიეთ სქელძირიანი ქვაბი. დაუმატეთ ხახვი და ნიორი. მოხრაკეთ მაღალ ცეცხლზე, თან შეუჩერებლად ურიეთ. როგორც კი ხახვი შევარდისფრდება, დაუმატეთ გახეხლი ვაშლი და ჭარხალი. შუშეთ 5 წუთი, თან ურიეთ. ახლა ჩაუმატეთ ბულიონი და წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი სუფი ადუღდება, დაუკელით ცეცხლს და ადუღეთ კიდევ ნახევარი საათი.

    ბოლოს დაუმატეთ ვაშლის წვენი. დააბლენდერეთ სუფი თხელი პიურეს კონსისტენციის მიღებამდე. შედგით გაგრილებული სუფ-პიურე მაცივარში 1 საათით. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით ან იოგურტით დანამატების გარეშე.

    ორგანიზმის გაწმენდის მიზნით და წონის კორექციისთვის, რეკომენდებულია, მთელი დღე მიირთვათ მხოლოდ ეს სუფი. თუმცა, მხოლოდ კვირაში ერთი დღე შეგიძლიათ ჩაატაროთ ეს განტვირთვა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა