გამომცხვარი კარტოფილი სოკოსა და ქათმის გულსართით

6-06-2023, 10:49
96 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • არაჟანი
  • დაჭრილი ოხრახუში - 1.00 ს/კ
  • მარილი და პილპილი
  • გახეხილი ყველი - 1.00 ს/კ
  •  კარაქი - 1.00 ს/კ
  • ქამა სოკო - 5.00 ცალი
  • ქათმის ფილე - 150.00 გ
  • კარტოფილი - 2.00 ცალი (მოზრდილი)

    მომზადების წესი

    კარტოფილები ცხელ წყალში ჯაგრისით ძალიან კარგად გავრეცხოთ, გავახვიოთ პერგამენტის ან ფოლგის ქაღალდში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წთ., სანამ მომზადდება.
    სოკო და ქათამი წვრილად დავჭრათ. ქათამი შევბრაწოთ ცხიმში, დავუმატოთ სოკო, მარილი, პილპილი და ერთად მოვშუშოთ.
    კარტოფილები გავხსნათ, ამოვუღოთ გული და მის მაგივრად ჩავდოთ ყველი, შემდეგ სოკოსა და ქათმის გულსართი, მოვასხათ არაჟანი და მოვაყაროთ ოხრახუში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა