ქათმის სალათა "ყაყაჩოები"

6-06-2023, 10:31
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დაფქული მიხაკი - 1.00 ჩ/კ
  • ზეთისხილი - 3.00 ცალი
  • მაიონეზი - 150.00 გ
  • მწვანე ხახვი - 1.00 კონა
  • სოკო მარინადში - 300.00 გ
  • კამა
  •  მარილი
  • მაგარი სახეობის ყველი - 100.00 გ
  • პომიდორი - 6.00 ცალი
  • ქათმის ფილე - 300.00 გ

    მომზადების წესი

    მოხარშეთ ქათმის ფილე მარილწყალში. დაძენძეთ. დაჭერით დამარინადებული ქამა სოკო თხლად, ხოლო 2 პომიდორი კუბიკებად.

    დაჭერით წმინდად მწვანე ხახვი, ყველი გახეხეთ მსხვილად.

    ახლა შეგვიძლია ავაწყოთ სალათა შემდეგი თანამიმდევრობით: ქათმის ხორცი, მაიონეზი (აჯობებს გამოიყენოთ შინ მომზადებული. იხილეთ რეცეპტი). მოაყარეთ გახეხილი ყველი.

    გადავედით სალათის გაფორმებაზე: დარჩენილი პომიდვრები დაჭერით წრეებად და მათგან გააკეთეთ ყაყაჩოები. თითოეული ყვავილის შუაგულში მოათავსეთ ზეთისხილი, ღეროები გაუკეთეთ კამით. მოაყარეთ ყვავილებს მიხაკი.

    მოათავსეთ მზა სალათა 2 საათით მაცივარში. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა