მაწვნისა და მარწყვის ტორტი

5-06-2023, 12:29
164 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მარწყვის ფენისთვის

  • წყალი
  • შაქარი
  • ჟელატინი
  • მარწყვი
  • მაწონი
  • რძე
  • ჟელატინი
  • ლიმონის წვენი
  • შაქარი
  • კაკაო

    მომზადების წესი

    ჟელატინს დაასხით რძე და დატოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ გაათბეთ, რომ ჟელატინი გადნეს. მაწონი აარჩიეთ ახალი, სიმჟავის გარეშე. გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაამატეთ ლიმონის წვენი. რაც უფრო დიდხანს ათქვეფთ, მით უფრო ჰაეროვან ჟელეს მიიღებთ.დაამატეთ ჟელატინიანი რძე. . ამ მასის 1/4 ცალკე გადაასხით და დაამატეთ კაკაო. ჩაასხით ფორმაში და საყინულეში შედგით 10-15 წუთი. შემდეგ ზემოდან თეთრი ჟელე დაასხით და შეაბრუნეთ მაცივარში სანამ არ გამაგრდება.
    როცა ჟელე მზად იქნება, მოამზადეთ მარწყვიანი ფენა. ჟელატინი წყალში დაალბეთ, შემდეგ გაადნეთ. მარწყვი პიურედ აქციეთ, დაამატეთ შაქარი გემოვნებით და ჟელატინი. დაასხით ზემოდან მაწვნის ჟელეს და დადეთ მაცივარში, სანამ მარწყვის ფენაც არ გამაგრდება

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა