ისეთი, როგორიც ბავშვობაში იყო - ძველებური ირისის კანფეტები მარტივი რეცეპტით

-1
5-06-2023, 10:01
197 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქარი - 300 გ
  • თაფლი - 120 გ
  • კარაქი - 120 გ
  • ცხიმიანი ნაღები ან არაჟანი - 250 გ

    მომზადების წესი

    თაფლი და შაქარი შეურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადურებამდე და ხარშეთ სანამ ქარვისფერი არ გახდება. ნაწილ ნაწილ დაამატეთ დარბილებული კარაქი, შემდეგ კი დაასხით ცხელი ნაღები. გავაგრძელოთ ხარშვა. მზაობის გასასინჯად რამდენიმე წვეთი ცივ წყალში ან ცივ ზედაპირზე დავაწვეთოთ, თუ გამაგრდა - საკმარისია ხარშვა. პერგამენტის ქაღალდს წავუსვათ ცხიმი და დავასხათ კარამელის მასა. გავაციოთ, თუმცა არა ბოლომდე: ჯერ კიდევ რბილი ირისი დანით დავჭრათ. მეტი პიკანტურობისთვის ირისს შეგვიძლია ცოტა მარილი დავამატოთ. ან მზა კამფეტებს მოვაყაროთ პუდრაში შერეული დარიჩინი. შეგვიძლია გავახვიოთ ქაღალდებშიც

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა