ძველებური "შოკმანჟე"- დესერტი ნაყინის მაგიერ

4-06-2023, 15:51
127 ნახვა
Aa

უგემრიელესი დესერტი, ბევრი შოკოლადით, რომელიც ძალიან უხდება ზაფხულს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თხილი ან ნიგოზი - 200 გრ
  • კონიაკი - 2 სკ
  • კაკაო - 3 სკ
  • შავი შოკოლადი - 1 ფილა
  • კარაქი - 100 გრ
  • შაქარი - 100 გრ
  • კვერცხი - 5 ცალი

    მომზადების წესი

    1. გავადნოთ შოკოლადი კარაქთან ერთად, ჩავუმატოთ კონიაკი და წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.2. 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ნელ-ნელა ჩავაყაროთ 50 გრ შაქარი.3. 5 კვერცხის გული ამოვიყვანოთ კარგად 50 გრ შაქართან ერთად, ჩავაყაროთ კაკაო. შევურიოთ გამდნარ შოკოლადს, შემდეგ კი ამოყვანილ კვერცხის ცილას.4. გაანაწილეთ ჭიქებში, მოაყარეთ თავზე დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და შედგით საყინულეში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა