მარწყვის ტორტი 30 წუთში

+1
4-06-2023, 15:48
186 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქარი
  • შოკოლადი - 60 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 500 გ
  • მარწყვი - 600 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • ხაჭო - 500 გ

    მომზადების წესი

    ხაჭო გავატაროთ საცერში, ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად და დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრა. მიღებული კრემის თხელი ფენა მოვუსვათ ჭურჭელს ან თეფშს ძირზე და დავადოთ ფხვიერი ნამცხვრის ფენები. ამგავარად ნამცხვარი აღარ ისრიალებს. წავუსვათ კრემი, დავადოთ მარწყვი და კვლავ ნამცხვრის ფენა. ასე გავიმეოროთ სანამ ინგრედიენტები დამთავრდება. შოკოლადი დავჭრათ, გავადნოთ ორთქლზე და მოვასხათ მზა ნამცხვარს ზემოდან. ტორტი უკვე მზადაა, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ დარბილდება და კრემი გაუჯდება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა