ხილის სალათა ლიქიორით

4-06-2023, 15:28
146 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პიტნის ფოთლები
  • ხილის ლიქიორი - 3.00 ს/კ
  • შაქრის სიროფი - 3.00 ს/კ
  • მაყვალი - 1.00 ჭიქა
  • ატამი ან მანგო - 2.00 ცალი
  • ნესვის რბილობი, მწიფე - 300.00 გ
  • საზამთროს რბილობი - 300.00 გ

    მომზადების წესი

    ნესვისა და საზამთროს რბილობიდან ნაყინის კოვზით ამოვიღოთ ბურთულები ან დავჭრათ სასურველ ფორმაზე. ატამი ან მანგო გავფცქვნათ და თხლად დავჭრათ. შაქრის სიროფს დავუმატოთ ლიქიორი. ხილი ერთად ავურიოთ, მოვასხათ სოუსი და მოვრთოთ
    პიტნის ფოთლებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა