ყაბაყის ცხელი სალათა

4-06-2023, 10:47
221 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • კამა და ოხრახუში
  • სტაფილო - 1.00 ცალი, მოზრდილი
  • ნიორი - 2.00 კბილი
  • ტკბილი წიწაკა - 1.00 ცალი
  • ხახვი - 1.00 პატარა თავი
  • ყაბაყი - 2.00 ცალი, საშუალო ზომის

    მომზადების წესი

    ყაბაყი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის რგოლებად. ღუმელი გავაცხელოთ 250 გრადუსზე. ტაფაზე დავაფინოთ
    ფოლგის ქაღალდი, გავშალოთ დაჭრილი ყაბაყი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და
    შევწვათ ღუმელში 15 წთ. ხახვი, ნიორი, წიწაკა და მწვანილები დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ თასში, დავახეხოთ სტაფილო
    და დავაწყოთ შემწვარი ყაბაყი, ფრთხილად ამოვურიოთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი, ზეითუნის ზეთი და დავახუროთ
    თავსახური. ასე გავაჩეროთ დაახლოებით 30 წუთი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა