ინგრედიენტები
მოხარშეთ მაკარონი ადუღებულ მარილწყალში. დაიცავით შეფუთვაზე მითითებული დრო. შემდეგ გადაწურეთ და გააგრილეთ.
პომიდორი ჩერი გაჭერით 4 ნაწილად. კიტრი და ვაშლი დაჭერით კუბიკებად. ხოლო ზეთისხილი წრეებად.
მოამზადეთ სოუსი: ამისათვის იოგურტს დაუმატეთ მდოგვი და ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
თინუსის კონსერვს გადაუწურეთ ზედმეტი სითხე. გადაიტანეთ თინუსი სასალათეში, დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, ვაშლი, კიტრი, ზეთისხილიდა მაკარონი, მოაყარეთ ყველი ფეტა. მოასხით მომზადებული სოუსი და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!