ხის სოკო პომიდვრითა და სულგუნით

31-05-2023, 10:51
232 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წიწაკა
  •  მარილი
  • ზეთი
  • სულგუნის ნაჭერი
  • ქინძი და რეჰანი - 1.00 კონა
  • კვერცხი - 2.00 ცალი
  • პომიდორი - 1.00 ცალი, დიდი
  • ხახვი - 2.00 თავი
  • ხის სოკო

    მომზადების წესი

    ხის სოკო ხელით დავაქცუმაცოთ, ხახვი მსხვილად დავჭრათ და ერთად მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ პამიდორი, დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული ვშუშოთ, სანამ პამიდორი დარბილდება, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა და მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი. კერძს რამდენჯერმე ამოვურიოთ და ცეცხლგამძლე ფორმაში გადავიტანოთ.
    სოკოს ზემოდან დავაწყოთ სულგუნის ნაჭრები და 5-10 წუთით გახურებულ ღუმელში შევდგათ, სანამ სულგუნი გადნება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა