კარტოფილი
მომზადების წესი
1. მოზრდილი კარტოფილები მოხარშეთ მარილიან წყალში კანიანად.
2. სანამ კარტოფილი იხარშება, მოშუშეთ ზეთში ხახვი, ნიორი და სოკო. ბოსტნეული კარგად რომ დარბილდება და ფერს შეიცვლის, შეკმაზეთ მარილით, სუნელებით და შავი წიწაკით. ჩაამატეთ არაჟანი, მდნარი ყველი, კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ 2-3 წუთი და გადმოდგით.
3. გაფცქვენით კარტოფილი, გაჭერით შუაზე და დაალაგეთ ჭურჭელზე. შემოდან მოათავსეთ მომზადებული სოკო და მოაყარეთ ბლომად დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!