ბორშჩი განსხვავებულად - ხასხასა წითელი კრემ-სუფი

28-05-2023, 11:48
195 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ხახვი
  • პრასი
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • ნიახური
  • ჭარხალი
  • ტომატპასტა
  • საქონლის ბულიონი ან წყალი
  • ლიმონის წვენი ან ძმარი
  • არაჟანი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    ნიახური და სტაფილო დაჭერით კუბებად. ხახვი -წრეებად. ბოლოკი და კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
    ღრმა ქვაბში გააცხელეთ ზეთი და ნელ ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი, ნიახური, სტაფილო, დაახლოებით 20 წთ-ს განმავლობაში.
    მოურიეთ, დაუმატეთ ბოლოკი, კარტოფილი და ტომატპასტა. გააჩერეთ 5 წთ. დაასხით ბულიონი (ან ადუღებული წყალი), დაუმატეთ ძმარი და გემოვნებით შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მიიყვანეთ ადუღებამდე, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ ნელ ცეცხზლე 45 წთ. ვიდრე ბოლოკი არ დარბილდება. შემდეგ გააგრილეთ.
    დააბლენდერეთ ბორშჩი და ისევ ქვაბში გადაიღეთ. გააცხელეთ. სუფრასთნ მიტანის წინ მოასხით არაჟანი.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა