ათქვიფეთ კვერცხი და შეწვით 2 ცალი კვერცხის "ბლინი". გააციეთ და დაჭერით ჩხირებად. ასევე დაჭერით კიტრი და კიბორჩხალას ჩხირები. სულგუნის "ნაწნავი" რამოდენიმეგან გადაჭერით ისე, რომ დაშლის შემდეგ საშუალო ზომის ჩხირები მიიღოთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მოასხით მაიონეზი.