შეარჩიეთ ახალი, ქორფა ბოსტნეული.
კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, გაფცქვენით და დაჭერით რგოლებად.
კვერცხი მოხარშეთ ასე: დაასხით ცივი წყალი, წამოადუღეთ, გამორთეთ, დაახურეთ თავზე და დატოვეთ ასე 10 წუთი (თუ გამოიყენებთ მწყრის კვერცხს, 4-5 წუთი ეყოფა). შემდეგ გააციეთ და დაჭერით რგოლებად.
სიფრიფანა რგოლებად დაჭერით სტაფილო, ბოლოკი, კიტრი. ხახვი და კამა დაჭერით წვრილად. სალათის ფურცლები, დაჭრილი ბოსტნეული და კვერცხი მოათავსეთ სასალათეში და მოასხით სოუსი.
სოუსისთვის ერთმანეთს შეურიეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, არაჟანი.