ქათმის და სოკოს სალათა

25-05-2023, 11:19
158 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • კამა
  • მარილი და პილპილი
  • ქათმის ფილე
  • ხახვი
  • სიმინდის კონსერვი
  • სოკო
  • სტაფილო
  • კვერცხი
  • მაიონეზი

    მომზადების წესი

    მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით.

    კვერცხი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, ხახვი დაჭერით წვრილად, სოკო დაჭერით ფირფიტებად.
    დაჭრილი ხახვი და სოკო  მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ სტაფილო და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ხშირ-ხშირად ურიეთ.

    მოშუშული სოკო, ხახვი და სტაფილო, დაჭრილი ქათმის ფილე და გახეხილი კვერცხი გადაიტანეთ ჯამში. შეურიეთ სიმინდი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შეაზავეთ მაიონეზით.

    მზა სალათს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა