მომზადების წესი
მომზადება:
სოკო და ხახვი დაჭერით და მოთუშეთ არაჟანში. გააგრილეთ და გადაიტანეთ სასალათეში.
მოხარშეთ მარილწყალში ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ სასალათეში მეორე ფენად და წაუსვით მაიონეზი.
მოხარშული კვერცხი გახეხეთ მსხვილად, გადაიტანეთ ისიც სასალათეში და წაუსვით მაიონეზი.
დაჭერით ნანასის კონსერვი პატარა კუბიკებად, გადაიტანეთ შემდეგ ფენად სალათზე და მასაც წაუსვით მაიონეზი.
ბოლო ფენა - გახეხილი ყველი, ზემოდან კი მ აიონეზი.
დააფინეთ სალათის ფურცლები და მორთეთ კივის ნაჭრებით.
გემრიელად მიირთვით!