სახლში მომზადებული დონატები

22-06-2023, 10:04
181 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • გამდნარი შოკოლადი
  • ფქვილი - 500 გ
  • წყალი - 180 მლ
  • კვერცხი - 1 დიდი
  • კარაქი (მარგარინი) - 100 გ
  • საფუარი - 6 გ
  • შაქარი - 1 სკ
  • მარილი

    მომზადების წესი

    შევურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, შემდეგ დავამატოთ წყალი, ბოლოს გამდნარი კარაქი და კვერცხი. დავასვენოით ცომი, ამოფუების შემდეგ გავაბრყელოთ და ამოვჭრათ მრგვალი დონატები. დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე ხელახლა ამოსაფუებლად. შევწვათ დონატები ფრიტიურში ან ქვაბში, ბლომად ზეთში, საშუალო სიმხურვალეზე, სანამ არ შეოქროსფრდება. გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. ამის შემდეგ ამოვავლოთ გამდნარ, შეგრილებულ შოკოლადში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა