ქათმის სურნელოვანი ჩაშუშული

21-06-2023, 10:09
147 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მწვანილი
  • ქათმის ფილე
  • პამიდორი საკუთარ წვენში
  • ფქვილი
  • მარილი და პილპილი
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის
  • ნიორი
  • ხახვი

    მომზადების წესი

    გარცხილი ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ ფქვილში და დავბრაწოთ ცოტაოდენ ზეთში.

    გადმოვიღოთ და იმავე ტაფაზე მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და კიდევ ვშუშოთ 4-5 წუთი. ჩავაბრუნოთ ქათმის ხორცი, დავასხათ პამიდორი, წამოვადუღოთ და ვშუშოთ რამდენიმე წუთი.

    შევაზავოთ მარილით, პილპილით და მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა