სამარხვო პასტა ტომატის სოუსითა და ბოსტნეულით

20-06-2023, 11:05
247 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 1.00 ცალი (ან ყაბაყი)
  • მარილი და პილპილი
  • ქინძი
  • ქონდარი
  • ბაზილიკი
  • ტომატის სოუსი - 1.00 ჭიქა
  • ბოსტნეულის მიქსი:
  • პასტა (მაკარონი) - 125.00 გ

    მომზადების წესი

    ნებისმიერი პასტა (ოღონდ სამარხვო) მოხარშეთ მარილწყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.

    შეწვით ბოსტნეული (ბადრიჯანი ანყაბაყი)ტაფა-გრილზე (სურვილისამებრ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში) ორივე მხრიდან 3-3 წუთის განმავლობაში. მოხარშული პასტა გადაწურეთ. ქვაბით დადგით ტომატის სოუსი, აადუღეთ და ჩაყარეთ მოხარშული მაკარონი. დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი (ან წყალი) 1/2 ჭიქა.

    თუშეთ 3 წუთის განმავლობაში და დაუმატეთ შემწვარი ბოსტნეული.

    სოუსის მოსამზადებლად: მოთუშეთ კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი ტაფაზე, დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო, ბაზილიკი, ქონდარი, მარილი და პილპილი. ადუღეთ სოუსი 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაატარეთ საწურში. ( არ დააბლენდეროთ, თორემ ფერს დაკარგავს). მოასხით მზა სოუსი ბოსტნეულიან პასტას და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და ბაზილიკი.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა