ძალიან გემრიელი სამარხვო სალათა შემწვარი კარტოფილითა და მწნილეულით

20-06-2023, 10:35
238 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სასურველი მწვანილი
  • ზეთი
  • შაქარი
  • ბარდა, დაკონსერვებული
  • სოკო (მარინადის)
  • მჟავე კომბოსტო
  • მჟავე კიტრი
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი
  • კარტოფილი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    ინგრედიენტების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ულუფის მომზადება გსურთ, ამიტომაც თავად განსაზღვრეთ რაოდენობა.
    კარტოფილი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად (ძალიან თხელ ჩხირებად არ გინდათ.)
    ტაფაზე გაახურეთ ზეთი, გადაიტანეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით საშუალო ცეცხლზე, პერიოდულად ურიეთ.
    გაფცქვენით ხახვი და დაჭერით თხელ წრეებად.
    მჟავე კიტრი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
    სოკო დაჭერით თხელ ფირფიტებად.
    გადაწურეთ ბარდის კონსერვი.
    გადაავლეთ წყალი მჟავე კომბოსტოს (თუ წვრილად დაჭრილი კომბოსტოს მწნილი გაქვთ, არ უნდა დაჭრა, თუ ჩვეულებრივი მწნილი გაქვთ, დაჭერით წვრილად).
    ახლა ააწყვეთ სალათა: სასალათეში მოათავსეთ კომბოსტო, ხახვი, მჟავე კიტრი, სოკო, ბარდა, შემწვარი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, ცოტაოდენი შაქარი და მოასხით ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
    სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ქორფა მწვანილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა