აფხაზეთში დავბრუნდებით
დაკოდილო გულო, ჰყვირი,
ვერც ვერასდროს დადუმდები
სისხლიანი გზებით ვივლით,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით
იქნებ ჩვენი ნაღდი ძმობის
უტყუარი საბუთებით
იქნებ სხვისი თოფი გვჯობნის,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით.
ფრთებს, დამსხვრეულს , ისევ გავშლით,
ძველ ბუდეში ჩავბრუნდებით
იქნებ სხივიც ჩაქრეს თვალში
მაგრამ მაინც დავბრუნდებით
ლოცვა ჩვენი ცის და მიწის ,
თან დაგვყვება გამუდმებით,
იქნებ ბრძოლით , იქნებ სისხლით ,
მაგრამ მაინც დავბრუნდებით!
კვლავაც მშობლიური მიწის
სიმღერებით გავბრუვდებით
ჩქიმი ჯიმა , ცოტაც გვიჭირს
მაგრამ მაინც დავბრუნდებით !
ნოდარ დუმბაძეს გულრიფშში სახლი ჰქონდა. სამოთხეს ეძახდა აფხაზეთის სანაპიროს.... ერთხელ ,სახლი გადაუღებავს და "ნოდარ დუმბა" დაუწერია-აფხაზური ძირი მაქვსო..(არადა გურული იყო)...ხანაც საღებავი არ მეყო ძე-ც რომ დამეწერაო,-ხუმრობდა თურმე....
მწერალს ნავიც ჰყოლია, რომელსაც "აჯიკა" დაარქვა და სათევზაოდ ხშირად დადიოდა.....
სიკვდილის წინ კი უთქვამს:"შიმშილით რომც კვდებოდეთ ყველაფერი გაყიდეთ, ოღონდ გულრიფში არა, რადგან ჩემი სული იქ არისო..