გრილზე შემწვარი წიწაკის სალათა სულგუნით

31-05-2023, 10:47
140 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წიწაკა
  •  მარილი
  • სულგუნი
  • დანაყილი ნიორი
  • რეჰანი - 1.00 კონა
  • ქინძი - 1.00 კონა
  • ოხრახუში - 1.00 კონა
  • ძმარი - 1.00 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი
  • ტკბილი წიწაკა - 8.00 ცალი

    მომზადების წესი

    წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი, დავაწყოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე და დაახლოებით 20 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ დაიბრაწება, შემდეგ გამოვიღოთ და ცხელი წიწაკები ცელოფანში ჩავდოთ.
    ასე გავაცივოთ, შემდეგ სწრაფად გავაძროთ კანი და დავჭრათ. წიწაკას ზეთი, ძმარი, ნიორი, მარილი, წიწაკა და დაჭრილი მწვანილები შევურიოთ, დავუმატოთ კუბებად დაჭრილი სულგუნი და 1 საათით მაცივარში მოვათავსოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა