სალათის ბურთები "მიმოზა"

31-05-2023, 10:12
226 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • არაჟანი
  • სოიოს სოუსი
  • ქუნჯუთის მარცვლები
  • მწვანე ხახვი
  • ყველი
  • კვერცხი
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • თევზი ღურკანა

    მომზადების წესი

    ღურკანას (გარბუშა) კონსერვს გადაუღვარეთ წვენი, გადაიტანეთ ჯამში და ჩანგლით დაძენძეთ. დაუმატეთ მოხარშული და მსხვილად გახეხილი კარტოფილი, მოხარშული და წმინდად გახეხილი სტაფილო, მოხარშული კვერცხი და ყველი წვრილად გახეხილი.

    აურიეთ და დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი. მოასხით სოიოს სოუსი და დაუმატეთ არაჟანი. კარგად აურიეთ.

    მიღებული მასისგან გააკეთეთ კაკალზე ოდნავ დიდი ბურთულები.

    მოხალეთ ქუნჯუთის მარცვლები მშრალ ტაფაზე და ამოავლეთ მასში სალათის ბურთულები. გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე და მორთეთ სურვილისამებრ!

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა