კარტოფილისა და ქათმის სალათა

29-05-2023, 14:04
133 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი
  • ვაშლის ძმარი
  • კრემისებური ხაჭო
  • წითელი ხახვი
  • დაკონსერვებული სიმინდი
  •  კარაქი
  • ქათმის ფილე
  • სალათის ფოთლები ან ახალი კომბოსტო
  • კარტოფილი

    მომზადების წესი

    გაადნეთ კარაქი ტაფაზე, დაუმატეთ დაპრესილი ნიორი და ჩხირებად დაჭრილი კარტოფილი. შეწვით კარტოფილი 20-25 წუთის განმავლობაში, პერიოდულად ურიეთ. ნიორი ამოიღეთ და გადაყარეთ.

    ქათმის ფილე დაჭერით მსხვილ კუბიკებად და შეწვით მეორე ტაფაზე ცოტაოდენ კარაქში.

    დაჭერით ახალი კომბოსტო ან დახიეთ სალათის ფოთლები და მოათავსეთ სასალათეში.

    დაუმატეთ გადაწურული სიმინდის კონსერვი და ალყა-ალყა დაჭრილი წითელი ხახვი.

    ახლა მოამზადეთ სოუსი: კრემისებურ ხაჭოს დაუმატეთ ვაშლის ძმარი, მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. აურიეთ და მოასხით სალათის ფურცლებს სოუსის ნაწილი და აურიეთ.

    შემდეგ გადაიტანეთ სასალათეში შემწვარი კარტოფილი და ქათმის ხორცი, მოასხით დარჩენილი სოუსი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა