ინგრედიენტები
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გააგრილეთ, გაფცქვენით და დაჭერით.
მოხარშეთ კვერცხი მაგრად, დაასხით ცივი წყალი, გაფცქვენით და გაჭერით 4-ად.
ხახვი გაფცქვენით და დაჭერით ალყა-ალყა.
თინუსის კონსერვს გადაუქციეთ სითხე. დაძენძეთ ჩანგლით თევზის რბილობი.
დაალაგეთ თეფშზე კარტოფილის ნაჭრები, ზემოდან დაადეთ თინუსი, შემდეგ კვერცხი, ხახვის წრეები და დაჭრილი კიტრის პიკული.
ცალკე მოამზადეთ მოსასხმელი: ერთმანეთში აურიეთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკოს ძმარი, მარილი და პილპილი. მოასხით სალათს მიღებული მოსასხმელი და აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!