მწვანე ლობიოს სალათა კვერცხით

29-05-2023, 13:04
163 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მაიონეზი
  • კარაქი
  • ნიორი
  • კვერცხი
  • მწვანე ლობიო

    მომზადების წესი

    თავდაპირველად მოხარშეთ კვერცხი მაგრად და დაასხით ცივი წყალი. შემდეგ გაარჩიეთ და დაამტვრიეთ მწვანე ლობიო.

    აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ მწვანე ლობიო საჭირო კონდიციამდე.

    გადაიტანეთ მოხარშული ლობიო საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი.

    გაადნეთ ტაფაზე 1 ს/კ კარაქი და მოხრაკეთ ლობიო 5 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.

    გადაიტანეთ შემწვარი ლობიო სასალათეში, ზემოდან დააჭყლიტეთ ნიორი.

    გაფცქვენით კვერცხი, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, დაუმატეთ ლობიოს.

    მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი და აურიეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა