ორიგინალური სალათა ფენოვანი ცომის სტაფილოებში

29-05-2023, 12:51
146 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • კამა
  • ხახვი
  • კვერცხი
  • კიტრი
  • ქათმის ფილე
  • სალათისთვის:
  • სტაფილოს წვენი + ტომატ პასტა
  • ფენოვანი ცომი
  • ცომისთვის:

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გააბრტყელეთ ცომი, დაჭერით გრძელ 1 სმ-იან ზოლებად.

    შემდეგ დაახვიეთ ის "ტრუბოჩკების" ფორმებზე, თუ არ გაქვთ, მუყაოსგან გაკეთებულ კონუსისებრ ფორმაზე.

    დაალაგეთ ფენოვანი ცომის მილები გამოსაცხობ ტაფაზე, წაუსვით სტაფილოს წვენში არეული ტომატპასტას მასა და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

    ახლა მოამზადეთ სალათა. მოხარშეთ ქათმის ფილე და აძენძეთ. გახეხეთ კვერცხი, დაჭერით წვრილად ხახვი, კირტი და კამა. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი.

    გაავსეთ გამომცხვარი და გაცივებული ფენოვანი ცომის მილები სალათით. გააფორმეთ ოხრახუშის ფოთლებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა