შებოლილი ქათმის სალათა "აღმაფრენა"

29-05-2023, 12:41
178 ნახვა
Aa

ამ სალათას ანოყივრებს ქათმის ხორცი, ხოლო პომიდორი მას სიმშრალეს უკლავს. სალათა ძალიან ლამაზი გამოდის, ამიტომაც თავისუფლად შეგიძლიათ, თავი მოიწონოთ ყველაზე საპატიო სტუმრებთან.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • მაიონეზი
  • ნიორი
  • პომიდორი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • დაკონსერვებული სიმინდი
  • მოხარშული კვერცხი
  • შებოლილი ქათამი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    1. დაჭერით შებოლილი ქათმის ხორცი კუბიკებად.

    2. ასევე კუბიკებად დაჭერით პომიდორიც.

    3. ჯამში (უმჯობესია გაანაწილოთ რამდენიმე გამჭვირვალე ფიალაში) ჯერ ქათამი მოათავსეთ, შემდეგ მოასხით ცოტაოდენი მაიონესი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. ზემოდან მოაყარეთ სიმინდი.

    4. სიმინდზე კვლავ თხლად მოასხით მაიონესი და მოაწყეთ პომიდორი.

    5. დაჭერით კვერცხი კუბიკებად. პომიდორზე მოასხით თხლად მაიონეზი და მოაყარეთ კვერცხი. შემდეგ კვლავ მაიონეზის ფენა მოდის.

    6. მოაყარეთ სალათს ბოლოს გახეხილი ყველი და მორთეთ ჩერის პომიდვრებით და კამით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა