უგემრიელესი იტალიური სალათა

29-05-2023, 12:20
86 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • 1 ლიმონის წვენი
  • ზეთი
  • კვერცხი
  • ბაზილიკი
  • ნაკლებმარილიანი ყველი
  • ხახვი
  • პომიდორი
  • ქათმის ფილე
  • სალათის ფოთოლი

    მომზადების წესი

    შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მწიკვი დაფქული წიწაკა და მარილი, შესაძლებელია ხმელი იტალიური სუნელების დამატებაც გემოვნების მიხედვით. ლიმონის წვენის ნაცვლად შესაძლებელია ბალზამიკოს გამოყენებაც.

    საშუალო ზომის ჭურჭელში დააფინეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, პომიდორი, ნახევარმთვარისებურად დაჭრილი ხახვი, მოხარშული ქათმის ფილე და კვერცხი,კუბებად დაჭრილი კიტრი, ოთხკუთხედ, პატარა ნაჭრებად დაჭრილი  ყველი,  დაკეპილი ბაზილიკი, მოაყარეთ შავი წიწაკა და მარილი, მოასხით ზემოდან  მომზადებული ზეთი და კარგად ამოურიეთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა