სალათა "ტიფანი

29-05-2023, 11:45
156 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ყურძენი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი
  • დაფქული ნიგოზი
  • მაიონეზი
  • მაგარი სახეობის ყველი
  • მოხარშული კვერცხი
  • ქათმის ფილე

    მომზადების წესი

    ქათმის ფილეს მოასხიტ ლიმონის წვენი და 30 წუთი დაამარინადეთ. შემდეგ დაჭერით, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით 1 კოვზი ზეთი, ამოურიეთ და ცხელ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე დაბრაწეთ. როცა ოქროსფერ კანს გაიკეთებს, ცეცხლს დაუწიეთ, თავზე დააფარეთ და 3-4 წუთი შუშეთ. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და გააგრილეთ.

    ფილე დაალაგეთ თეფშზე ყურძნის მტევნის ფორმით, ძალიან თხელ ფენად მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ ნიგოზი და დაჭრილი კვერცხი. შემდეგ ისევ მაიონეზის უთხელესი ფენა მოასხით.
    კვლავ მოაყარეთ ნიგოზი და გახეხილი ყველი. წაუსვით ისევ მაიონეზი და ზემოდან გააფორმეთ შუაზე გაჭრილი ყურძნის მარცვლებით, ცარიელ ადგილებში კი მოაყარეთ კვლავ ცოტაოდენი ნიგოზი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა