ბოსტნეულის სალათა "ზამთრისპირის ზღაპარი"

29-05-2023, 11:33
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • გოგრის რბილობი
  • ჭარხალი
  • ყველი ფეტა ან ბრინზა
  • რუკოლა
  • ზეითუნის ზეთი
  • ხმელი არომატული სუნელები

    მომზადების წესი

    გარჩეული გოგრა დაჭერით 1 სმ ზომის კუბებად, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ სუნელები (ხმელი ორეგანო, ბაზილიკი, ქონდარი, როზმარინი) და გაანაწილეთ ტაფაზე. შეწვით ღუმელში, 200 გრადუსზე 15 წუთი, სანამ დარბილდება. 
    მოხარშული ან შემწვარი ჭარხალი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად.  თეფშზე გადაიტანეთ რუკოლა, შემდეგ გოგრა და ჭარხალი, ზემოდან მოაყარეთ ხელით დაფშვნილი ყველი.
    მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთის რამდენიმე წვეთი და არომატული სუნელები გემოვნებით დაამატეთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა