უხა

28-05-2023, 16:14
194 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • არაყი
  • ქორჭილა
  • კობრი
  • კარტოფილი
  • ხახვი
  • დაფნის ფოთოლი
  • პილპილის მარცვლები
  • მარილი

    მომზადების წესი

    შეგვიძლია ნებისმიერი სახეობის თევზი გამოვიყენოთ, მდინარის ან ზღვის.
    თევზი გავასუფთავოთ, ამოვაცალოთ ლაყუჩები, კარგად გავრეცხოთ. თუ დიდია დავჭრათ, თუ პატარაა მთლიანად გამოვიყენოთ.  შეგვიძლია თევზის გარდა გამოვიყენოთ მისი ნარჩენები: თავი, კუდი, ფარფლები.

    თევზს დავასხათ ცივი წყალი, ჩავამატოთ ხახვი და დავდგათ ცეცხლზე.  წამოდუღებისას ქაფი მოვხადოთ. ჩავამატოთ მომცრო კუბებად დაჭრილი კარტოფილი, დაფნა, პილპილის მარცვლები.  ვხარშოთ 20 წუთი, დაბალ ცეცხლზე.  ბოლო ეტაპზე ჩავამატოთ ცოტა არაყი, ეს მას პიკანტურ არომატს მისცემს, თუმცა ალკოჰოლი არ შეიგრძნობა.  მზა წვნიანიდან ამოვიღოთ ხახვი, დავამატოთ დაჭრილი კამა და მივირთვათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა