სოკოს სუპი

28-05-2023, 15:56
203 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბულიონი
  • მარილი და პილპილი
  • თეთრი ქამა სოკო
  • ხახვი
  • თეთრი ღვინო
  • ნაღები
  • კარაქი
  • ნუშის ფირფიტები
  • ზეითუნის ზეთი
  • ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა)

    მომზადების წესი

    გასუფთავებული სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ.  გაცხელებულ ტაფაზე დავდოთ კარაქის ნაჭერი და დავაყაროთ სოკო და ხახვი. მოვშუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ ღვინო და ბულიონი.
    წამოვადუღოთ, დავახუროთ თავზე, ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 20-30 წუთი. ჩავასხათ ნაღებიც , კვლავ წამოვადუღოთ.
    ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, ტიმიანი. სუფრასთან მიტანისას მოვასხათ ზეითუნის ზეთის წვეთები და მოვაყაროთ მშრალად მოხალული ნუშის ფირფიტები

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა