ქათმის უგემრიელესი სუპი

+1
28-05-2023, 15:51
118 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კარაქი
  • მარილი და პილპილი
  • ბულიონი
  • ნაღები
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • ხახვი
  • ვერმიშელი

    მომზადების წესი

    ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. დავამატოთ გახეხილი სტაფილო. ვშუშოთ 2-3 წუთი, შემდეგ დავასხათ ბულიონი, ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი და მოვხარშოთ. ბოლოს  ჩავამატოთ ნაღებიც. ცალკე მოვხარშოთ  ვერმიშელი ან სხვა წვრილი ზომის პასტა. სუპი ბლენდერში პიურედ ვაქციოთ და ჩავამატოთ მოხარშული ვერმიშელი, მარილი, პილპილი.  სუფრაზე მიტანისას ჩავამატოთ ქათმის ხორცი და მოვაყაროთ ოხრახუში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა