გოგრის წვნიანი

28-05-2023, 15:48
230 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • გოგრის თესლი, მოხალული
  • ხახვი
  • გოგრა, გარჩეული
  • რძე
  • კარაქი
  • მარილი
  • დაფქული წითელი წიწაკა

მომზადების წესი

გოგრა კუბებად დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ მხოლოდ დაიფაროს და თავდახურული ცეცხლზე დავდგათ.

ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ.

როცა გოგრა დარბილდება, დავუმატოთ ხახვი, რძე, მარილი, წიწაკა და ბლენდერში დავაქუცმაცოთ.

თუ გოგრის მასა სქელი იქნება, გავათხელოთ ადუღებული წყლით სასურველი კონსისტენციის მიღებამდე და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.

წვნიანი სუფრაზე გოგრის თესლთან ერთად მივიტანოთ.


გოგრის კრემ-სუპი შეგვიძლია მივირთვათ ბრინზასთან* ერთად  ან არაჟანთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა