კარტოფილის სუპ-პიურე ბეკონით - ცივი დღეების გასათბობად

28-05-2023, 15:43
179 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • ყველი
  • ნიახურის ღერო
  • ნაღები 20%-იანი
  • კარტოფილი
  • ბულიონი ან წყალი
  • სტაფილო
  • რძე
  • ხახვი
  • ბეკონი

    მომზადების წესი

    დაჭრილი ბეკონი შევწვათ, გადავიტანოთ თეფშზე.
    იმავე ქვაბში, ბეკონის დარჩენილ ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური და ხახვი. დავამატოთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი, პილპილი, დავასხათ ბულიონი. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი.
    რძეში გავხსნათ ფქვილი და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
    შემდეგ სუპის 2/3 გადმოვიღოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, ჩავაბრუნოთ ისევ ქვაბში, დავასხათ ნაღები და დავამატოტ ოხრახუში.

    ეფშებზე გადმოღებისას მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შემწვარი ბეკონი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა