ჭარხლის ცივი წვნიანი

28-05-2023, 15:38
215 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • ჭარხალი
  • ოხრახუში
  • კამა
  • ნივრის კბილი
  • კეფირი

    მომზადების წესი

    ჭარხალი გავფცქვნათ, კუბებად დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და თავდახურული დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ჭარხალი კარგად მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, რამდენიმე კუბიკი შევინახოთ მოსართავად, დანარჩენს დავასხათ თავისი ნახარში წვენი და ავთქვიფოთ ბლენდერით. თუ სითხე არ ეყოფა, ცოტა ანადუღარი წყალი დავუმატოთ. შემდეგ დავუმატოთ ნიორი, მწვანილის ნახევარი, მარილი და კეფირი. წვნიანის მასა კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. თუ სქელი იქნება, კეფირით ან წყლით გავათხელოთ. წვნიანის თითოეეული ულუფა მოვრთოთ ჭარხლის ნაჭრებითა და მწვანილით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა