გოგრის სუფ-პიურე ნაღებით – ვიტამინების "ბომბი"

28-05-2023, 15:28
159 ნახვა
Aa

ნაზი და დაბალკალორიული სუფი შამოდგომის მშვენებისგან.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი)
  • მარილი
  • ნიორი
  • ნაღები
  • ბულიონი ან წყალი
  • ხახვი
  • გოგრა

    მომზადების წესი

    მოამზადეთ პროდუქტები. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, ხოლო ნიორი გაჭერით შუაზე. გახურებულ ქვაბს დაასხით ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ შევარდისფრებამდე ხახვი და ნიორი. გოგრა გაფცქვენით, მოაცილეთ შიდა ქსოვილები და დაჭერით კუბიკებად. ამოიღეთ ნიორი, ის აღარ დაგჭირდებათ, უკვე გაუშვა თავისი არომატი.

    დაასხით ბულიონი ან წყალი მოხრაკულ ხახვს და ჩააყარეთ დაჭრილი გოგრა. ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი. ამასობაში მოამზადეთ ნაღები და სანელებლები. დააბლენდერეთ უკვე მოხარშული სუფი. დაუმატეთ ნაღები, მარილი, მუსკატის კაკალი და სხვა სანელებლები გემოვნებით. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. სუფრასთან მიტანამდე, შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი ან მოხალული, გარჩეული და დაჭრილი გოგრის თესლი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა