ხაჭო შოკოლადში ანუ შინაური "სიროკი"

28-05-2023, 10:57
167 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხილი ან ჩირი
  • შოკოლადი - 100 გ
  • ხაჭო - 200 გ
  • შაქარი - 2 სკ

მომზადების წესი

შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე ან მიკროტალღურში. სილიკონის ფორმებს შიგნიდან სილიკონისავე ფუნჯით სქლად წავუსვათ შოკოლადი და საყინულეში გავაციოთ. სანამ ცივდება, ხაჭო ბლენდერში ავთქვიფოთ ან საცერში გავატაროთ, დავამატოთ შაქარი. შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხილი (თუ გვსურს) ან ქიშმიში. გამოვიღოთ საყინულიდან ფორმები და ამოვავსოთ ხაჭოთი.ზემოდან კვლავ შოკოლადით დავფაროთ და საყინულეში შევაბრუნოთ. 5 წუთში შოკოლადი გამაგრდება და დესერტი მზადაა. ამოვიღოთ ფორმებიდან და მივირთვათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა