ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :) ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.
ინგრედიენტები
რეცეპტი ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში. მთავარი ინგრედიენტების გარდა, ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი (განსაკუთრებულად სასარგებლოა), ლეღვის ჩირი