გამომცხვარი ვაშლი ჩირეულით - დესერტი, რომელიც ამ სეზონზე აუცილებლად უნდა მოამზადოთ

28-05-2023, 10:41
136 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფორთოხლის წვენი - 100 მლ
  • კარაქი - 4 სკ
  • ვაშლი - 4 ც
  • გარგრის ჩირი - 50 გ
  • ქიშმიში - 3 სკ
  • ნიგოზი - 50 გ
  • დარიჩინის ჩხირი - 4 ც
  • შაქარი - 4 სკ

    მომზადების წესი

    ვაშლს ამოაცალეთ გული, ისე რომ ძირი არ დაუზიანოთ. დაჭერით გარგრის ჩირი და ნიგოზი, დაამატეთ ქიშმიში, შაქარი, გამდნარი კარაქი და გაანაწილეთ 4 ვაშლზე. ჩაუდეთ დარიჩინის ჩხირიც. გადაიტანეთ ფორმაში და მოასხით ფორთოხლის წვენი. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და შეწვით დაახლოებით 30 წუთი, სანამ დარბილდება, თან ხშირად ასხით ზემოდან ფორთოხლის წვენი. მიირთვით თბილი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა