მოხარშული საქონლის ხორცი ძალიან წვრილად დავანაწევროთ. კიტრი გავხეხოთ და შევურიოთ დაჭყლეტილი ნიორი. გავხეხოთ ყველი და კვერცხიც. ნიგოზი მოვხალოთ და დანით წვრილად დავჭრათ.
ავაწყოთ სალათა: პირველი ფენა - ხორცი და მაიონეზი, შემდეგ კიტრი და მაიონეზი, შემდეგ კვერცხი და მაიონეზი, ბოლოს ყველი და მაიონეზი. ემოდან მოვაყაროთ ნიგოზი.